Saturday, June 25, 2011


1.      პროექტის სახელწოდება:წიწამურის ტრაგედია.,,წიწამურთან რომ მოკლეს ილია,მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი“                                                  
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა):მოსწავლეები იძიებენ და იკვლევენ ილიას ცხოვრებას,მოღვაწეობას.მკვლელების ვინაობისა და მკვლელობის მიზეზის შესახებ.
3.      პროექტის აქტუალობა:მნიშვნელოვანია ვინაიდან,ყოველმა ქართველმა იცოდეს „ერის მამის”ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე და ამ ღვაწლის დაუნახავი ვაი ქართველების,ვაი ქართველობა.
4.      პროექტის მიზნები:მისწავლეებმა უკეთ იცოდნენ ილიას განვლილი გზა.
5.      მოსწავლეთა ასაკი:VII-VIII-IXკლასის მოსწავლეები.
6.      ვადები:2–3კვირა.
7.      მოსალოდნელი შედეგები:ფოტოები,ვიდეო–აუდიო მასალა,გამოფენა,მოხსენებითი პრეზენტაცია.
8.      პროექტისთვის საჭირო რესურსები:ინტერნეტი,ენციკლობედია,ბიოგრაფიული ნარკვევები.
9.      მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას,ილიას მიერ დაარსებული „წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობის შესახებ.მეორე ჯგუფი იძიებს ინფორმაციას,ილიას განუზომელ ღვაწლს ქართული ენის აღორძინების საკითხში.მესამე ჯგუფი იძიებს,ილიასა და მის თანამოაზრეთა დაპირისპირებას „მამათა თაობასთან“ და მაშინდელ ხელისუფლებასთან.მეოთხე ჯგუფი იძიებს,მკვლელების ვინაობის შესახიბ და გამოძიების დეტალებს.მეხუთე ჯგუფი იძიებს ინფორმაციას,ერის გამოსათხოვარს დიდ ქართველთან (ილიას დასაფლავება) და ეკლესიის მიერ ილიას წმინდანად,ილია მართლად შერაცხვის შესახებ.პროექტის მიმდინარეობისას ვაკონტროლებ ჯგუფის მუშაობას და ვუწევ კონსულტაციებს.პროექტის ბოლოს ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“ და გავმართავ დისკუსიას.
10.  საგანთა/საგ.ჯგუფებთან კავშირი:ისტორიასთან,გეოგრაფიასთან.მოსწავლეები მოიძიებენ.
11.  პროექტის ხელმძღვანელი:თეა ჯიმშელეიშვილი.
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:jimsheleishvilit@gmail.com
13.  პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tjimsheleishvili.blogspot.com